გომელაური: ზელენსკის განცხადება არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ზელენსკის განცხადება საქართველოს მთავრობაზე არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში.


1-ელ მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.


“სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან ცუდია, ომია ნამდვილად და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ. მან თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში. სამწუხაროა ძალიან. რაც გააკეთა საქართველომ და პრემიერმა მხარს ვუჭერ. ერთი გუნდი ვართ ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს”, – თქვა გომელაურმა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სანქციებში.