“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო აფხაზეთსა და ცხინვალში ერთხელაც აღარ ვყოფილვარ”-რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დიმიტრი გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ეხმაურება, რომელმაც პოლიტიკოსის ქვეყანაში არშეშვება განმარტა.
“ალბათ საქართველოს ხელისუფლება დიდხანს ფიქრობდა, როგორ აეხსნა, რატომ არ შემიძლია მივირთვა ხინკალი მშვიდობის ხიდის ხედით და როგორც იქნა მოიფიქრა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ აღიარა 2008 წელს. მე დეპუტატი 2011 წელს გავხდი. ასევე, 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში ოკუპაციის შესახებ კანონი მიიღეს, არ ვყოფილვარ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მე დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არ ჩავმჯდარვარ პარლამენტის სპიკერის სავარძელში – მისი ნახვა [გავრილოვის] როგორც გვახსოვს, ქართულ მთავრობას გაუხარდა.
მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი.მესმის, რომ ახლა ქართული ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არაა, საჭიროა რიგი სარიტუალო ქმედებები, რათა მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა სამომავლო არჩევნებისთვის. მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალური ტყუილის თქმა მაინც ისწავლონ? სამხარაძეს მინდა ვკითხო, ლუბოვ სობოლიც რუსეთის დუმის დეპუტატი იყო? ისიც არ შემოუშვეს… მე პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის ევროპისკენ მისწრაფებას. ვერ ვიტან – პუტინთან თავის მოწონების მისწრაფებებს და ტყუილს”, – განაცხადა გუდკოვმა.