მოგეხსენებათ ამერიკის დროშაზე გამოსახული ვარსკვლავები მის 50 შტატს აღნიშნავს, ხოლო ზოლები 13 კოლონიას, რომელმაც დამოუკედებლობა გამოაცხადა, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. იცით რამდენჯერ შეიცვალა ამერიკის დროშამ ფორმა?
ოცდარვაჯერ, დიახ იგი სწორედ ოცდარვაჯერშეიცვალა. ძირითადად იცვლებოდა ვარსკვლავების რაოდენობა ხოლო ზოლების იგივე რჩებოდა. დღევანდელი 50 ვარსკვლავიანი დროშა 2007 წელს გახდა ყველაზე ხანგძლივი ამერიკული დროშის ვერსია მან გადაუსწრო 48 ვარსკვლავიანს (1912-1959).
50 ვარსკვლავიანი დროშის შექმნა მიეწერება ბეტსი როზს, რომელმაც დროშა შექმნა კლასის ხელმძღვანელის მოთხოვნით. მასწავლებელმა მოსწავლეებს მოთხოვა ყველას ოჯახიდან მოეტანა დროშა სკოლაში. სწორედ მაშინ დაებადა ბეტსის იდეა, რომ შეექმნა დროშა, რომელიც 50 ვარსკვლავს შეიცავდა, რადგან უკვე გადაწყვეტილი იყო ალასკის და ჰავაის შტატების წევრად ქცევა.
მასწავლებელი სულაც არ აღფრთოვანდა ბეტსის ამ გადაწყვეტილებით და მას ამ პროექტში B მინუსით დაუწერა და თან დასძინა “თუ შენ არ მოგწონს შენი ნიშანი გააგზავნე შენი დროშა ვაშინგტონში”.
ბეტსი მართლაც ასე მოიქცა და გააგზავნა დროშა. 1960 წელს ორწლიანი ლოდინის შემდეგ უკვე ამერიკამ ჰავაი და ალასკა ოფიციალურად გამოაცხადა შტატებად, ხოლო დროშად ბეტსი როუზის შემოქმედება დამტკიცდა. მასწავლებელმა კი ბეტსის A დაუწერა.