იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

იაპონია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აფართოებს. ქვეყანა შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის 15 მოქალაქესა და 9 ორგანიზაციას. მათ შორის, თავდაცვის ძალებში მომუშავე პირებსა და თავდაცვის საშუალებების ექსპორტიორი სახელმწიფოს სააგენტოს.

სანქციები ეხებათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას და ასევე ავიამშენებლობის კორპორაციას, რომელიც საბრძოლო თვითმფინავებს აწარმოებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, იაპონიამ რუსეთს სანქციები რამდენჯერმე დაუწესა. შეზღუდვები ჯამში რუსეთის 80-მდე მოქალაქესა და 7 ბანკს მოიცავს.