იცით რა არის allbus?

კომპანია ALLBUS ახალი, ციფრული სტარტაპია საქართველოში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე ანალოგი არ მოეძებნება, თუმცა ევროპაში არის მსგავსი სერვისი FlixBus-ის სახით.

Allbus -ის დაფუძნების იდეა, ქართველ სტარტაპერს ლევან მახარაძეს ეკუთვნის. კორეპონდენტი ესაუბრა მას და გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს პლატფორმის ფუნქციონირების და გამოყენების პრინციპებზე.

ალბათ ყველას გვიმგზავრია და გვქონია ავტოსდგურებთან შეხება. სულ არის პრობლემა ადგილების, თავისუფალი მიკროავტობუსის პოვნის თუ დროულად გასვლის. კომპანია აპლიკაციის და ვებსაიტ AllBus.ge-ს საშუალებით, მგზავრებს სთავაზობს: ერთი კვირით ადრე, დაჯავშნონ ადგილი მათთვის სასურველ მიმართულებაზე, დაგეგმონ გამგზავრება მათთვის სასურველ დროს. ხოლო ავტოსადგურებს, ავტოკომპანიებს, ავტობუსის მძღოლებს, სთავაზობს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისებზე ავტობუსების, მინიბუსების, მინივენების ადგილების რეალიზაციას და ეფექტურ კავშირს მგზავრებთან. კომპანია ALLBUS-ი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციას აციფრულებს და ქმნის ელექტრონული ბილეთების რეესტრს. მგზავრებს შეუძლიათ ელექტრონული ბილეთების შეძენა ვებ გვერდის www.allbus.ge გამოყენებით.

ALLBUS.ge-ის ონლაინ პლატფორმა – არის ვებ გვერდი და სატელეფონო აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც: 1) მგზავრს შეუძლია გაეცნოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციას. 2) ALLBUS-ზე მოცემულია რეისების შესახებ ინფორმაცია – გასვლის ადგილი და ლოკაციის ჯიპიეს კოორდინატები (რუქაზე), გასვლის დრო, მარშრუტის ნომერი, ადგილის ნომერი და მგზავრობის ღირებულება. 3) სერვისების გამწევს უნდა შეეძლოს ALLBUS-ზე საკუთარი მარშრუტის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია, რეისის შესახებ ინფორმაციის განთავსება, ასევე სატრანსპორტო საშუალების სავარძლების რაოდენობის და ნუმერაციის მითითება.

რა არის ელექტრონული ბილეთი?

ელექტრონული ბილეთი არის ციფრული, სამგზავრო ბილეთი, რეგულარულ, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებით. www.allbus.ge ონლაინ პლატფორმით შეძენილი ონლაინ ბილეთი იგზავნება მომხმარებლის ელეტქრონულ ფოსტაზე და ინახება მგზავრის პირად გვერდზე ALLBUS ონლაინ პლატფორმაზე.

რეგისტრაცია

მომხმარებელმა www.allbus.ge-ზე უნდა გაიაროს ერთჯერადი რეგისტრაცია, რათა შექმნას ALLBUS-ზე საკუთარი პროფილი. რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს მომხმარებლის შესახებ შემდეგი სავალდებულო ველების შევსებას: მომხმარებლის სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე უნიკალური პაროლის (რიცხვებისა და ციფრებისაგან შემდგარი მინიმუმ ექვსი სიმბოლო) მითითება – ამ მონაცემების მიხედვით მომხმარებელი შეძლებს ALLBUS-ზე ავტორიზაციას. რეგისტრაციის დასასრულს მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას რეგისტრაციის წარმატებით დასრულების და მომხმარებლის ვერიფიკაციის შესახებ. მომხმარებელი ვერიფიკაციის ლინკზე გადასვლით გაააქტიურებს საკუთარ პორტალს, რომლითაც შეძლებს ისარგებლოს.

ელექტრონული ბილეთების რეალიზება იწყება კონკრეტული რეისის განხორციელებამდე 30 დღით ადრე და სრულდება სატრანსპორტო საშუალების გამგზავრებამდე გარკვეული დროით (1 დან – 12 საათამდე) ადრე, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ რეისზე. აღნიშნული ინფორმაცია ზუსტად მოცემულია ALLBUS პლატფორმაზე.

კომპანიის

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.