ჟიტომირზე სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ჟიტომირზე სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.

“2 მარტის 07:00 საათისთვის: დადასტურდა ორი ადამიანის გარდაცვალება. 16 დაშავდა. გადაარჩინეს 12 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი, რომლებიც მაშველებმა სახლის სარდაფიდან ამოიყვანეს”. – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟიტომირში რუსეთის ძალებმა 95-ე სადესანტო ბაზას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რამაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გააჩინა.