კახა კალაძე : მინდა ყველა დავამშვიდო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.


მისი თქმით, ქვეყანაში სიმშვიდე იქნება, მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდეს.


„საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, შემოიტანონ დაძაბულობა, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თბილისის მერმა.