ყაზახეთში საქართველოს საელჩო აწარმოებს მოლაპრაკებებს სპეციალური რეისების დანიშვნაზე

ყაზახეთი. ყაზახეთში დარჩენილ ქართველებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დაძაბული ვითარების გამო, გათიშულია როგორც სატელეფონო ასევე ინტერნეტ კავშირი.
საქართველოს საელჩოს ყაზახეთში მყოფმა 8 მოქალაქემ მიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რათა დაინიშნოს სპეციალური რეისები ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად.
ალმათიდან ბაჩანა მელაშვილმა, 6 იანვრის პირველ ნახევარში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, მას შემდეგ კავშირზე ყაზახეთში მყოფი არცერთი ქართველი აღარ გამოსულა.
,,ყველაფერი ჩაკეტილია – აეროპორტებიც, მაღაზიებიც. ოთხნი ვართ აქეთ. არც კი ვიცით სხვები არიან თუ არა. ერთმა ადგილობრივმა შეგვიფარა და ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება ვერ გეტყვით“
ალმათიში ამ დრომდე ისმის სროლის ხმა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია ათობით დემონსტრანტი, გადამწვარია პოლიციის 120-ზე მეტი ავტომანქანა, დაზიანებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. გაიძარცვა 300-ზე მეტი მაღაზია, რესტორანი და ოფისი.
განვითარებულ მოვლენებს ყაზახეთის პრეზიდენტმა შეთქმულება და ტერორისტული საფრთხე უწოდა. მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს ვითარების დასასტაბილურებლად