პარასკევს საღამოს ყაზახეთის ქალაქ ალმატაში ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს 22 წლის ისრაელის მოქალაქე წარმოშობით ქართველი ლევან კოგეაშვილი გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ლევან კოგეაშვილი რამდენიმე წელი ცხოვრობდა შუა აზიის ქვეყანებში. სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ კავშირზეა კოგეაშვილის მშობლებთან, რომლებიც ყაზახეთში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მუშაობენ ცხედრის ისრაელში გადმოსევენებაზე.
“უცებ გაისმა სროლის ხმა და მას ორი ტყვია მოხვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და გადარჩენა სცადეს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ გარდაცვალების გამოცხადებისა. მასთან მყოფი კიდევ ორი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა“- ამბობს როსტისლავ ედელშტეინი, ოჯახის მეგობარი, რომელიც ცხოვრობს აშდოდში.
ცენტრალური აზიის ერმა, ამ კვირაში განიცადა ყველაზე საშინელი ქუჩის პროტესტი, სამი ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ათობით ადამიანი დაიღუპა არეულობის შედეგად.
დემონსტრაციები დაიწყო ავტომობილების საწვავის ფასების თითქმის გაორმაგების გამო და სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში, რაც ასახავდა უფრო ფართო უკმაყოფილებას ავტორიტარული მმართველობის მიმართ.