ხინკლის ისტორია 7, 8 და 9 იანვარს იანვარს ქართულ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის რესტორატორთა კავშირმა ხინკალი რუსული სამზარეულოს განუყოფელ კერძად გამოაცხადა, რეალურად მცდარი აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსები ამტკიცებდნენ, რომ ხინკალს XV საუკუნიდან ჭამენ და ის ქართველებმა მიითვისეს. ცნობა შემდეგმა მედია პლატფორმებმა და ფეისბუკ გვერდეგმა გაავრცელეს: Tv Pirveli (ამ დროისთვის წაშლილია).
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა რუსეთის რესტორატორთა კავშირის მიერ ხინკლის ნაციონალურ კერძად გამოცხადების შესახებ გამოგონილია და მის პირველწყაროს რუსული სატირული გამოცემა panorama.pub წარმოადგენს.
”ხინკალი რუსული სამზარეულოს კერძად აღიარეს,” – ამ სათაურით ინფორმაცია 4 იანვარს სატირულმა გამოცემამ Panorama.pub-მა გამოაქვეყნა. მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რესტორატორთა კავშირმა რუსული სამზარეულოს კერძების ერთიან რეესტრში (ERBRK) ცვლილებები შეიტანა და 2022 წლის 1 იანვრიდან ხინკალი, რომელიც ადრე ქართულ კერძად ითვლებოდა, ოფიციალურად რუსული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა.
სტატიას თან ახლავს შეფ-მზარეულის, კონსტანტინე ივლევის კომენტარიც: “ჩვენ ვმუშაობთ არქივებში, ვსწავლობთ წყაროებს, კონსულტაციებს ვიღებთ წამყვანი ექსპერტებისგან. ხინკლის შესახებ პირველი ინფორმაცია მე-15 საუკუნის რუსულ წყაროებშია ნაპოვნი, ეს კერძი ივანე III-ის სუფრას ამშვენებდა. ხინკალი ქართულ წყაროებში მხოლოდ ოთხი საუკუნის შემდეგ გამოჩნდა, ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს რუსული კერძია.
”panorama.pub-ის ვებ-გვერდზე გაფრთხილების სახით მითითებულია, რომ გამოცემა სატირულ-იუმორისტული ხასიათის მასალებს აქვეყნებს. აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია Panorama.pub-ის ლოგოშიც.აღნიშნული გამოცემის მიერ გავრცელებული გამოგონილი ცნობები რუსული და ქართული გვერდებისთვის დეზინფორმაციის წყარო ხშირად გამხდარა.
შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” გადამოწმებული მასალები, რომლებიც panorama.pub-ზე დაყრდნობით გავრცელდა:
კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელაროგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად.
“პრაიმტაიმი” თევზის გაუპატიურების გამოგონილ ამბავს რეალურ ინფორმაციად აშუქებს, დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.