კიევში 2-დღიანი კომენდანტის საათი ამოქმედდება

კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსეი კულებას ცნობით, კიევის ოლქში 15 მარტიდან 17 მარტამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება.

„კიევის ოლქში 15 მარტის 20:00 საათიდან 17 მარტის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება“, – განაცხადა კულებამ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ქუჩაში არ გავიდნენ და სახლში ან თავშესაფარში დარჩნენ.


„ეს იძულებითი ზომაა, რომლის მიზანი რეგიონის მცხოვრებლების დაცვაა. გთხოვთ, ყველა მოემზადოთ, რათა უახლოესი დღენახევარი თქვენს ადგილსამყოფელში ან თავშესაფარში გაატაროთ. ხელისუფლება და საოლქო სამსახურები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, – განაცხადა ალექსეი კულებამ.