კიევში 757 ბავშვი დაიბადა და 109 გარდაიცვალა

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ნიკოლაი პოვოროზნიკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის, 22 დღის, განმავლობაში კიევში 757 ბავშვი დაიბადა. აქედან 403 ბიჭი და 354 გოგოა. მათ შორის 13 ტყუპია.

Unian-ის ცნობით, უკრაინაში აგრესიის შედეგად 18 მარტისთვის 109 ბავშვი გარდაიცვალა, 130 კი დაიჭრა.