კიევთან „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი დაიჭრა

„ფოქს ნიუსის“ ეთერში წამყვანმა განაცხადა, რომ კიევთან ამერიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაიჭრა. უცნობია დაშავებულის სახელი და მდგომარეობა.


რამდენიმე საათით ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანელი რეპორტიორი დაჭრეს, მას ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და რეანიმაციაში იმყოფება.