ყირიმიდან ყაზახეთამდე

5 იანვარს ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც მოჰყვა არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. გამოსვლების შედეგად, გადაყენებულ იქნა მთავრობის სრული შემადგენლობა და უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. ხოლო მართვის სადავეები ხელში აიღო მოქმედმა პრეზიდენტმა ტოკაევმა. გადადგომებმა ვერ უშველა ყაზახეთის მთავრობას და საპროტესტო მუხტი უფრო მეტად მოედო ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს.

ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა დახმარებისთვის ОДКБ-ს მიმართა.

პასუხმაც არ დააყოვნა და რუსეთის ფედერაციამ, 3000 სამხედრო მოსამსახურე გაგზვნა, “ანტიტერორისტულ ოპერაციაში” ყაზახეთის დასახმარებლად, გენერალ სერდიუკოვის მეთაურობით. იხილეთ ვიდეო:

ყირიმიდან ყაზახეთამდე

გზა ყირიმიდან ყაზახეთამდე გენერალი სერდიუკოვისტვის ძალიან მოკლე აღმოჩნდა.. რუსეთის ხელისუფლებამ იგი შეარჩია სავარაუდოდ, ყირიმში გამოჩენილი “თავდადებისა და ერთგულებისთვის”, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც მოხდა ყირიმის ოკუპაცია.

გენერალი სერდიუკოვი
გენერალი სერდიუკოვი

საერთო ჯამში 0ДКБ-ს მიერ გადასროლილი იქნა 3770 სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთი – 3000 ჯარისკაცი. ბელარუსი – 500. ტაჯიკეთი – 200. სომხეთი – 70. ყირგიზეთი ჯერჯერობით თავს იკავებს, რაზეც სავარაუდოდ თურქმენეთის პოზიციამ იქონია გავლენა.