გიორგი კვინიტაძის საფლავს ქვა ამ დრომდე არ აქვს

გენერალი გიორგი კვინიტაძე – გმირი, რომელსაც საფლავის ქვაც კი არ აქვს. დღეს, 6 თებერვალს დიდი გენერლი და ეროვნული გმირის საფლავს ქვა ისევ არ აქვს.

2021 წლის 26 მაისს, დიდი აღფრთოვანებით იდგა ერი მისი ჩამოსვენების ცერემონიაზე. დიდის ამბებით დაკრძალეს, მთელი მთავრობა ესწრებოდა, სანამ მაღალფარდოვანი სიტყვები არ წარმოთქვეს და საჩქარო საქმეებზე მიმოიფანტნენ. მაგრამ აქ, მთაწმინდის პანთეონში, ყოველდღე ხალხი ამოდის და ისე ჩაუვლიან ამ დიდ ადამიანს არც კი იციან ვინ ასვენია.

ეს ადამიანი 100 წლის შემდეგ მის საოცნებო, დამოუკიდებელ საქართველოს დაუბრუნდა და მისი დაკრძალვიდან 9 თვის შემდეგ საფლავს ქვა ისევ არ აქვს…

გვყავს ჯაბა იოსელიანი პანთეონში, გენერალ კვინიტაძეს კი მიწაყრილის და ერთი დაწნული ჯვრის ანაბარა ვტოვებთ.