Facebook(Opens in a new browser tab)
მსახიობი ზურა ყიფშიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვა“ იმყოფებოდა, სადაც მისი სიყვარულის შესახებ ისაუბრა. კითხვაზე, იყო თუ არა მსახიობი ლიკა ქავჟარაძე მისი პირველი სიყვარული, ზურა ყიფშიძე ამბობს, რომ სკოლაში ასე იყო.
„სკოლაში – კი. ფილმში ერთი გავლა აქვს, არაჩვეულებრივია, მთელ ფილმს ჯობს”, – ამბობს ზურა ყიფშიძე. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, გამოუტყდა თუ არა ლიკა ქავჟარაძეს სიყვარულში.
ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს. კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
მომავალში მისი ზურას მეუღლე ლელა გოცირიძე გახდა , ნაკლებად ცნობილი მეუღლე, რომელიც საზოგადოებაში არ ჩნდება – ქალი, რომელმაც ყველაზე პოპულარული მამაკაცის გული დაიპყრო”
ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახეს. მაშინ 22 წლის იყო ზურა. ლელა ჯინსებით, ველვეტის ლაბადით ბებიასთან ერთად ესწრებოდა გასვენებას.
„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება – ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი – ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ და… ჩხუბიც გვქონია, გაყრაც… არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!“ – იხსენებს მეუღლის გაცნობას „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მსხიობი ზურა ყიფშიძე .