მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საზღვარზე მივიდა უკრაინიდან ლტოლვილებთან შესახვედრად.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ. უკრაინელების ცოცხალი ჩვენებები გვახსენებს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. მოლდოვის რესპუბლიკა არის ნეიტრალური სახელმწიფო, ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა და მოვუწოდებთ ყველას, აღადგინონ მშვიდობა. ამ რთულ დღეებში მე ვამაყობ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებით, რომლებმაც ამხელა სოლიდარობა და ადამიანობა გამოავლინეს და დახმარების ხელი გაუწოდეს ჩვენს მეზობლებს, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მოვუწოდებ ერთიანობის, სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“.-განაცხადა სანდუმ.