“დიპლომატიაში ხომ დეტალებია მნიშვნელოვანი და შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი რაღაც მესიჯის მატარებელია და ასე იყო გუშინაც”- წერს ზურაბ ბატიაშვილი და ფოტოს აღწერას და მასზე ასახული ალექსნდრე მეორის მნიშვნელობაზე საუბრობს.

დარბაზში, სადაც პუტინ-მაკრონის შეხვედრა გაიმართა, მოათრიეს და დადგეს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის მონუმენტი.ის კი ისტორიაში იმით შევიდა, რომ 1876 წლის სპეციალური ბრძანებით აკრძალა უკრაინული ენის გამოყენება ცხოვრების ყველა სფეროში (მათ შორის აიკრძალა წიგნების ბეჭდვაც ამ ენაზე).
“ცხადია, ეს დეტალი მაკრონს არ ეცოდინებოდა, მაგრამ რუსეთში მომუშავე გამოცდილი ფრანგი დიპლომატები ამას აუხსნიდნენ.ცხადია, იმასაც ეტყოდნენ, რომ მანამდე, ალექსანდრეს მმართველობის პერიოდში, 1863 წელს გამოიცა რუსეთის სამთავრობო ე.წ. “ვალუევის ცირკულარი”, რომელიც ადგენდა, რომ არასოდეს უარსებია და ვერც მომავალში იარსებებდა უკრაინული ენა.და აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ უკრაინული ენა არ არსებობდა, აბა რა აკრძალა ალექსანდრემ? მაკრონი ჭკვიანი კაცია და მასაც გაუჩნდებოდა ეს კითხვა.ამ რუსულ ისტორიულ აბდაუბდას დაუმატეთ ის ხუთი საათი, როცა პუტინი მისთვის ახალი აბდაუბდების ახსნას ცდილობდა და გაიხსენეთ მაკრონის გუშინდელი სახე, რომელიც ხან პუტინს გახედავდა ხოლმე და ხანაც ალექსანდრე II-ს.აშკარად მძიმე დღე ჰქონდა გუშინ მაკრონს” დასძენს ზურაბ ბატიაშვილი.