მაკრონი: უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ წინ არის

რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის.


სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონის განუცხადა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ.


„პრეზიდენტ მაკრონს ინტუიცია კარნახობს, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის, იმის გათვალისწინებით, თუ რა განუცხადა მას პრეზიდენტმა პუტინმა. რუსეთის მიზანი მთლიანად უკრაინის აღებაა. ვლადიმერ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.