თბილისის სატრანსპორტო “რეფორმა” ყველაზე უსამართლო, უსარგებლო და მავნეა თავისი შინაარსით-არჩილ გამზარდია

1 თებერვლიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო რეისებზეც რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა დაგჭირდებათ.

ავტობუსებს და მოკლე რეისიან მიკროავტობუსებს შორის ინტერვალი საკმაოდ დიდია, მაგალითად, გუშინ N95 ავტობუსის მოცდის დრო, რაც დავინახე, 38 წუთი იყო, N3 მოცდის დრო 18 წუთი და ა.შ.

ამას გარდა, ტარიფები პრაქტიკულად გაორმაგებულია, გარდა იმ იშვიათი მგზავრისა, ვინც დღეში რამდენჯერმე ინტენსიურად გადაადგილდება. შედარებითი ეკონომია გამოდის 1 წლიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, თუმცა ფასის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირები თითქმის სრულ ნაწილს არ შეუძლია შეძენა.

სატრანსპორტო მარშრუტები კრიტიკას ვერ უძლებს.თბილისის სატრანსპორტო “რეფორმა” სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო, უსარგებლო და მავნეა თავისი შინაარსით და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლა არაფრის მომცემია, მით უმეტეს რომ აქაც ჩვენი გადახდილი ფული, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად გათეთრებულია და სახელმწიფო მოხელეებს ფულიც მნიშვნელოვნად აქვთ მოპარული.