McDonald’s-ი რუსეთში მოქმედ ყველა 850 რესტორანს დროებით დახურავს. მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა.
აღსანიშნავია, რომ რესტორნების დახურვის მიუხედავად კომპანია 62 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს. McDonald’s-ის ხელმძღვანელის, კრის კემპჩინსკის თქმით, რესტორნების დახურვა სწორი ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეეხო საბანკო სფეროს, გარკვეული საქონლის ექსპორტს, ავიაციასა და რუს ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს.