მდინარაძე: რისთვის ჩავიდა პრეზიდენტი უკრაინაში, რამე ჩამოიტანა ?

მამუკა მდინარაძეს თქმით, პრეზიდენტის ვიზიტმა ევროპაში ხელშესახები შედეგების გარეშე ჩაიარა და რადგანაც პოლიტიკოსები უკრაინას საკუთარი პიარისთვის იყენებენ, შესაძლოა ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა.


“ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები. უკრაინა მომგებიანი თემაა, მათთვის, ვინც ამას აკეთებს, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი.

პრეზიდენტი უკრაინის საკითხებზე წავიდა, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის? ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი? შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ასე, ვიზუალურად ეს შეხვედრები და შედეგი რა მივიღეთ? გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შესახებ მოისმინეთ?” – განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. ქართული ოცნება ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეზიდენტი “კონსტიტუციის დარღვევისთვის” არის გაკრიტიკებული.