მე ყოფილი აზარტულთამაშებზე დამოკიდებული ვარ

თედო ის ბიჭია, კამარაში responsible.ge-ს მხარდაჭერით უფასო თერაპიის პროგრამა რომ გამოვაცხადეთ, ერთერთი პირველი რომ მოვიდა. მიხარია, რომ პირველ სამ ჯგუფში პირადადაც ვიმუშავე, სანამ სისტემა აეწყობოდა და ამიტომ მას პირადად ვიცნობ და მიყვარს. საჯარო წერილი დაწერა ახლა ამ ბრილიანტმა, უნიჭიერესმა ადამიანმა, წლის დასაწყისშივე რომ სხვებს გაუჩინოს იმედი და ბრძოლის სურვილი. ვაზიარებ, რადგან მეც მინდა და რაც მთავარია, თედოს უნდა, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს”-წერს ნათია ფანჯიკიძე და გვთავაზობს თევდორე გოგოლაძის წერილს.

მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო. “მე ყოფილი მოთამაშე ვარ” 10 წელი სისტემატიურად ვთამაშობდი, ამ თამაშს ბევრ გამამართლებელ მიზეზსაც ვუძებნიდი; (ვერთობი, ფული მჭირდება, საჭირო ფულს არ ვაგებ და ა.შ) მოკლედ ყველანაირად თავს ვარიდებდი იმის აღიარებას, რომ მე მოთამაშე ვარ. ამ 10 წლის მანძილზე, ფული მეორე ხარისხივანია, რაც ყველაზე მეტი წავაგე ეს იყო ჩემი დრო, რომელსაც ფიქრით თამაშს ვუთმობდი, ინტერესები რაც მქონდა და რესურსი, რომელიც შემეძლო განმევითარებინა სლოტის ტრიალში ვფლანგავდი, ხალხის ნდობა, რადგან საზოგადოებაში არის აზრი რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია, მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ყოფილი მოთამაშე ვერ განიწმინდება ბოლომდე და გონებაში ყოველთვის იქნება ჩალექილი ეს პრობლემა, ყოფილი მოთამაშე ვერ შეძლებს გასართობად ითამაშოს და მან გამუდმებით “არა” უნდა თქვას თამაშზე. მოკლედ საბოლოო ჯამში წავაგე ემოციები, ემოციები რითიც ადამიანი შედგება, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს, ვეღარ ვგრძნობდი ბედნიერებას, სიმძაფრე ქონდა ყველაფერს მოკლებული. დედაჩემის რჩევით 2 წლის წინ მივედი კამარა Kamara ში სადაც, მოთამაშეებისთვის იყო კურსი, აქ მყოფმა ოქრო ადამიანებმა, ფსიქოლოგებმა Ninutsa Komakhidze მერი გელაშვილი Elene Baramidze Natia Panjikidze შორიდან შემახედეს, მესამე თვალით ჩემ თავს, როცა სხვა მოთამაშეებს ვხედავდი იმ ადამიანებით გავავლე პარალელი ჩემ თავთან და დავინახე რამდენი რამე მქონდა ჩაკეტილი და რამდენი რამე მომპარა თამაშმა. გავიდა ერთი წელი და მე აღარ მითამაშია, ხმამაღლა ვიტყვი უკვე გამბედავად რომ მე ყოფილი მოთამაშე ვარ, რისთვისაც პირველ რიგში კამარას და იმ ადამინებს ვინც ჩემთან ერთად დადიოდა. ამ ერთი წლის მანძილზე შევძელი ის რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. დავწერე 3 ფილმის სცენარი, დავაფასე სხვა ადამიამები, შევიყვარე ადგილი სადაც მე ვიმყოფები და ნუ ფული სულ მაქვს, სიგარეტის მაინც ))) მოკლედ მეგებრებო ეს წელი ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ გაგეტარებინოთ უთამაშოდ და ითამაშეთ ცხოვრებით და არა საკუთარი თავით, დამიჯერეთ გაგიჭირდებათ მაგრამ სულ მალე გამოიდარებს და ახლიდან დაიბადებით უფრო ძლიერები. მიყვარხართ.