უკრაინის პრეზიდენტის უფროსის პრესსპიკერმა, დარია ზარივნაიამ განაცხადა, რომ მელიტოპოლის გატაცებული მერი რუს ოკუპანტებთან 2002-2003 წელს დაბადებულ ჯარისკაცებში, 9 ახალწვეულში გაცვალეს.
“ფაქტობრივად ბავშვები არიან, ახალწვეულები, რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში არ არიან, მაგრამ მთელი მსოფლიო კვლავ ხედავს, რომ ისინი იქ არიან”, – განაცხადა მან.
გათავისუფლების შემდეგ ფიოდოროვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა და დაჰპირდა, რომ მალე მუშაობას დაუბრუნდება.
მერის გათავისუფლებაზე რუსულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.