ფოთში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახმა თავად დარეკა, რომ საკანალიზაციო მილი იყო გაჭედილი.
ახალგაზრდა ქალს, რომელმაც პოლიციაში აღიარა, რომ ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა, კიდევ ერთი, 5 წლის შვილი ჰყავს.
“იქნება 40 წლამდე, თვითონ დარეკეს, ამ ოჯახმა დარეკა გაჭედილი არის მილიო, მერე პოლიცია მოვიდა და რა მოხდა არ ვიცი.“- ამბობს მეზობელი
შეგახსენებთ, რომ ფოთში პოლიციამ უკვე დააკავა დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა. ქალმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.