„მოლაპარაკებები რთული იყო“ – პოდოლიაკი

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველ რაუნდს, უკრაინული მხარე აფასებს, როგორც რთულს.


შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი განცხადება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა გააკეთა და Twitter-ში პოსტი დაწერა. მან განაცხადა, რომ მხარეებმა რიგი პრიორიტეტული საკითხები განსაზღვრეს, რომელზეც გარკვეული გადაწყვეტილებები ჩაინიშნა.

„მოლაპარაკებები რთული იყო. მართალია, უკვე რაღაც ულტიმატუმების გარეშე, მაგრამ რუსული მხარე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უკიდურესად არაობიექტურად უყურებს მის მიერ წამოწყებულ დამანგრეველ პროცესებს“, – წერს პოდოლიაკი.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა 28 თებერვალს, მოსკოვის დროით 13:00 საათის შემდეგ დაიწყო და რამდენიმე საათს გასტანა.