молодец, ვალოდია, молодец, უკრაინა დე-ფაქტო უკვე ნატოს წევრი ქვეყანაა

თუ რუსეთი იმას გაუკეთებს უკრაინას რაც 2008-ში საქართველოს NATO უპასუხებს-იენს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებას, საინტერესო შეფსებით გამოეხმაურა რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

“რეალურად რომ ვთქვათ, ბოლო დრომდე არავინ აპირებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და არც რუსეთისთვის სანქციების გაფართოება იგეგმებოდა (პირიქით, მათ შემსუბუქება/გაუქმებაზე საუბრობდნენ).

აქამდე არც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ახსოვდა ვინმეს.დღეს კი ნახევარი მსოფლიო იარაღს აწვდის უკრაინას და ნატო მას ყველანაირად გვერდში უდგას. უკრაინა დე-ფაქტო უკვე ნატოს წევრი ქვეყანაა. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი პიროვნების დამსახურებაა, რომელიც ზოგიერთს რატომღაც დიდი სტრატეგი ჰგონია.არადა, ის რეალურად, ერთი საშუალოზე დაბალი გაქანების ჰომო-სოვეტიკუსია, რომელიც სხვადასხვა გარემოებების დამთხვევის შედეგად რუსეთის სათავეში მოხვდა.დღეს მას საშუალება მიეცა ბოლომდე გამოემჟღავნებინა თავისი “სტრატეგიული” აზროვნება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.молодец, ვალოდია, молодец!-წერს ზურაბ ბატიაშვილი.