მსახიობი თუ მესაფლავე?

“ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: ვინ არის ბესო ზანგური, მსახიობი თუ მესაფლავე?

რამდენი სოციალურად დაუცველი ჰყავს ქვეყანას? რამენი გაჭირვებულია ბესო ზანგურზე მეტად? გნა მათ არ შეუძლიათ გაზომონ ორი მეტრა ერთ მეტრაზე? მაგრამ როგორც გადაცემიდან ირკვევა, სასაფლაოების გაერთიანებას დედაქალაქის მერია განაგებს და კომპანია “ჰერმესი” მართავს. ეს უკანასკნელი კი მმართველი პარტიის მხარდამჭერების და ლიდერების ოჯახის წევრების დასაქმების ცენტრად იქცა.

მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცოლზე ძალადობის სკანდალის გამო რუსთაველის თეატრის როლებიდან მოხსნილი, მსახიობი ბესო ზანგური, თბილისის მერიის დამკრძალავ ბიუროში გააფორმეს.

“შაბათის ეთერის”  ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერ ბესო ზანგური, თბილისის მერიის ერთ ერთ უწყებაში, ფიქტიურად გააფორმეს, ის აქ ხელფასს იღებს, თუმცა არ მუშაობს.

როგორც შაბათის ეთერიდან ირკვევა ბესო ზანგურს დედაქალაქის მერთან რეკომენდაცია რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გაუწია და მსახიობის დასაქმება სთხოვა.

წყარო შაბათის ეთერს დამკრძალავი ბიუროდან უყვება, რომ ზანგური ჰერმესში ფორმალურად არის გაფორმებული, რეალურად კი სამსახურში არ დადის. (შესაძლოა ონლაინ მუშაობს და სახლიდან ზომავს) ფაქტია ყოველი თვის ბოლოს უბრალოდ ხელფასს იღებს.