მსოფლიო პატრიარქი ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხის თავგანწირვითა და ბრძოლისუნარიანობით.


„ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების გაბედულ რეაქციას სისხლისღვრაზე. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს. ომი ახლავე უნდა დასრულდეს, იგი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – განაცხადა პატრიარქმა.