მთავრობამ დაღუპულ გმირებს გვირგვინიც კი არ მიუტანა

ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა – ნანა ცქვიტარიამ საკუთარი “ფეისბუკის” გვერდის საშუალებით, განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს კატასტროფულ პოლიტიკას მოწმობს.

“ყოველი წლის მაისში, ავსტრიაში, მაუთჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში, ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიება ტარდება, სადაც ბანაკის ადმინისტრაცია ყველა ქვეყანას იწვევს, რათა პატივი მიაგონ თავიანთ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ბანაკებში გამოასალმეს სიცოცხლეს.
წელს ღონისძიება 15 მაისს იყო. ამ წელს, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, მაუთჰაუზენის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ რუსეთს და ბელორუსს არ ჰქონდათ მორალური უფლება, ეგლოვათ ფაშიზმის მსხვერპლი ჯარისკაცები და არ მოიწვია ღონისძიებაზე.
ჩვენი საელჩო (ქვეყანა), ცხადია, მიწვეული იყო.
და რა ქნეს? ხო, არ მივიდნენ.
რატომ? არ უნდოდათ რუსეთი გაეღიზიანებინათ, ამიტომ ჩვენს ჯარისკაცებს გვირგვინიც კი არ მიუტანეს მემორიალთან.
უფრო მეტიც, საელჩოსთვის ოფიციალურად მიწერილ წერილზე, სადაც ვთხოვდით არ მისვლის მიზეზის განმარტებას, მკაფიოდ გვიპასუხეს, რომ პროვოკაციას მოერიდნენ, რადგან არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება (იხ. სქრინი).
არა და, არც იყო რუსეთი მიწვეული, მაგრამ სოლიდარობა ხომ უნდა გამოუცხადონ იმ ქვეყანას, ვისაც ემსახურებიან.

ჩვენი ელჩი, დანიშვნის პირველი დღიდანვე გვიბაკუნებს ფეხებს, ბლოკავს ჩვენს ყველა პროექტს საგარეოში, არ გველაპარაკება, შეხვედრაზე არ გვთანხმდება, საელჩოს ზღურბლს იქით არ გვიშვებს ორ ადამიანს ერთდროულად, თებერვლიდან მოყოლებული შეხვედრას დაგვპირდა და ველოდებით, აგერ მაისი გახდა.
არ ელჩი, საელჩოს არც რომელიმე დიპლომატი, არ მონაწილეობს ისეთ ღონისძიებებში, რომლებშიც რუსეთის ოდნავ მაინც ცუდად ხსენება მოუწევს. ავსტრიული ორგანიზაცია Vienna goes Europe რამდენი ხანია ეპატიჟება ჩვენს დიპლომატებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის თემაზე სადისკუსიოდ, მაგრამ გამუდმებით პასუხობენ, რომ ელჩს არ სცალია, ელჩი დაკავებულია.
რისთვის სცალია საქართველოს ელჩს?
რას აკეთებს ვენაში (გარდა იმისა, რომ წითელ კვერცხებს ღებავს)?
ვის ემსახურება საქართველოს საელჩო?
ვის წინაშე თვლის თავს ანგარიშვალდებულად?

პ.ს. ხო, ქართველი ჯარისკაცების მემორიალთან უკრაინამ დატოვა გვირგვინი ლურჯ-ყვითელი ყვავილებით.

პ.პ.ს. ეს მემორიალური დაფაც სტუდენტებმა და დიასპორამ დაამზადა/დაამონტაჟა.”

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10226417052707997&id=1093910680