საოკაუპაციო ძალებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

ანტისაოკუპაციო მოძროაბის ლიდერი დავით ქაცარავა 5 თებერვლის პატრულირების შედეგებს ასაჯაროებს და საოკუპაციო რეჟიმის და ოკუპანტი ქვეყნის გეგმებზე წერს:

“გუშინდელმა პატრულირებამ ჯარიაშენის მიმდებარედ, სადაც რუსებმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში დაახლოებით 3.5კმ ის სიგრძის თხრილები გააკეთეს, გამოავლინა, რომ რუსები კიდევ უფრო აქტიურები არიან, ხოლო ჩვენი ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად ახორციელებს “არგაღიზიანების” პოლიტიკას..

რუსების მიერ წარმოდგენილი, ოკუპაციის ახალი გეგმა ერთმნიშვნელოვნად დაწყებულია და სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ოკუპაციის ხაზი და მასთან მცხოვრები მოსახლეობა კი სამწუხაროდ მიტოვებულია.”-ამბობს დავით ქაცარავა.

ოკუპანტები სოფ ქვეში

ნახეთ ასევე: