ოკუპირებულმა ლუგანსკმა აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა

ოკუპირებული ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკამ” ოკუპირებული აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კი დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა 26 თებერვალს აღიარა.


ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აფხაზეთთან “დიპლომატიურ ურთიერთობებზე” მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.