ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა.
რადას სპიკერის მოადგილემ, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ აღნიშნულ დეპუტატებს არაპატრიოტობა ომის დაწყებამდეც ეტყობოდათ.


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილია დეპუტატების გვარები და უწყება კანონის შესაბამისად მოქმედებს.


შეგახსენებთ, რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან.