ჩვენს ულამაზეს თიანეთზე შეყვარებულმა ორმა მეგობარმა პირდაპირ ტრიალ მინდორზე შევქმენით 21-ე საუკუნის თანამედროვე ნატვრის ხეები და გარშემომყოფ სოფლებში დიდი სიხალისე შევიტანეთ.


ვისაც ზამთრის არდადეგები და დასვენების დღეები გაქვთ და გსურთ თბილისთან ახლოს, ულამაზეს ბუნებაში განტვირთვა გააკეთოთ, მოაწყოთ ოჯახური თუ ინსტაგრამ ფოტოსესია და სოფლის მაცხოვრებლებიც გაახაროთ თქვენი სტუმრობით , გეპატიჯებით ყველას ამ ულამაზეს ადგილებში თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზე.

როგორ მოვხვდეთ ამ ადგილას? – ცხვარიჭამიიდან ულამაზესი საბადურის ტყის გავლით გამოვდივართ სოფელ ღულელებში და გზად ,ზუსტად 1 კილომეტრში სადაც გვხვდება წარწერა “არჩილის მონასტერი” ვუხვევთ მარცხნივ, ზუსტად 2 წუთში ვხვდებით ამ საოცარ ადგილას. სოფლის სახელწოდებაა : კვერნაულა. იქვე არის ადგილობრივი ტაძარი მამა ანდრიას მსახურებით. 200 მეტრში კი ყველაფერ ამას გადმოჰყურებს ულამაზესი არჩილის მონასტერი, გვერდზე ბერების საცხოვრებლით რომელიც ულამაზესი ხედებით გაგანებივრებთ.

ხეები ნათდება 17:40 საათზე, მანამდე შეგიძლიათ საბადურის ტყეში და არჩილის მონასტერში გადაიღოთ დაუვიწყარი ფოტოები და ბერებს გაესაუბროთ.
მისასვლელი გზები არის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი. საბადურის ტყეში თოვლის მოსვლის შემთხვევაში გზა მუდმივად იწმინდება და ასვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით.

ადგილზე შეგეგებებიან ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ცუგები და შეგიძლიათ მცირედი საკვებიც წაუღოთ. ასევე აუცილებლად გაგეცნობიან სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოხუცებიც და შეგიძლიათ მათაც წაუღოთ მცირედი საჩუქრები გელოდებით ყველას დიდი სიყვარულით ჩვენს ულამაზეს ერწო-თიანეთში და სურვილის შემთხვევაში მონიშნეთ “ჩვენი თიანეთის” გვერდიც, რომ ჩვენც ვნახოთ როგორ ისიამოვნებთ ამ ტურით…