პოდოლიაკი : ევროპას ბირთვული კატასტროფის გამეორება ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ მთელს ევროპას ბირთვული კატასტროფის გამეორება ემუქრება.


„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშაა! მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ!“,- წერს მიხაილ პოდოლიაკი.


უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ძალიან ცუდი შედეგებით დამთავრდება, ამიტომ სანამ დროა რუსებმა სროლა უნდა შეწყვიტონ.


„რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება“- აღნიშნა დმიტრო კულებამ.