პრემიერ მინისტრის პირად ხარჯებს ქართველი ხალხი აფინანსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირკლი ღარიბაშვილს ბოლო ერთ წელიწადში ფეისბუქის რეკლამაზე დახარჯული აქვს 113 374 დოლარი, ანუ დღევანდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ 349 191 ლარი.

მისი პირადი გვერდის, დიახ სწორედ “მისი პირადი გვერდი”, რადგან პრემიერ-მინისტრის გადადგომის თუ პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, აღნიშნული ფეისბუქ გვერდი არ რჩება სახელმწიფოს. ფეისბუქის ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე კი, სახელის შეცვლა შეუძლებელია. სახელის შეცვლის ალბათობაც, რომ დავუშვათ, შემდგომ პრემიერ-მინისტრს, ვერნაირად ექნებოდა არსებული გვერდი. ამ ლოგიკით აღნიშნული აღნიშნული ფეისბუ ექაუნთზე ჯუანშერ ბურჭულაძე (საქრთველოს თავდაცვის მინისტრი) უნდა იძებნებოდეს.

ირკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში, აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ორი სახელმწიფო უწყებიდან დაფინანსდა. თავდაცვის სამინისტროს სტრატკომიდან და მთავრობის კანცელარიიდან.

სტრატკომი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხის ფულით, წესით და რიგით “ხალხის სამსახურისთვის” ფინანსდება.

მთავრობის ადმინისტრაცია, იგივე კანცელარია, ისევე როგორც სტრატკომი სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს და ფინანსდება, პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ქართველი ხალხის ფულით , ასევე”ხალხის სამსახურისთვის”.

დღევანდელი არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია პარალელი არ გავლება, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი ფეისბუქ გვერდის სახელმწიფო უწყებებიდან დაფინანსებას შორის.