თიანეთის ყოფილი მერი და დეპუტატი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
27 იანვარს სოციალურ ქსელში პოსტი თავადვე გამოაქვეყნა.
,,კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა… საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება…
p.s. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს…“
თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით ინფიცირება სახელდება.