პოლონეთი უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნას ითხოვს

პოლონეთის ვიცე პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა.
კაჩინსკიმ, აღნიშნა, რომ მისიის დანიშნულება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იქნება.


“ვფიქრობ, აუცილებელია აქ NATO-ს სამშვიდობო მისიის ყოფნა, მისიის, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავი და რომელიც იმუშავებს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იქნება მისია, რომლის დანიშნულებაც იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, მაგრამ ამავდროულად დაცული იქნება შესაბამისი ძალებით”. – თქვა იაროსლავ კაჩინსკიმ.