პრემიერ-ლიგამ რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა

BBC-ის ცნობით, ინგლისის საფეხბურთო პრემიერ-ლიგამ რუსეთთან მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეაჩერა.
მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. გადაწყვეტილება, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის 20-ვე კლუბმა მხოლოდ 15 წუთში მიიღო, ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა.


ანალოგიური ხელშეკრულების მოქმედება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ვერ ინგლისის თასის შეხვედრებს ნახავენ.