საქართველოში ტრანზიტული ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, საქარველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა დადებითად შეაფასა: ,,მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან მკაცრად გამოთქვა”. მისივე თქმით მას ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან და ასევა აღნიშნა ისიც, რომ პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის საქართველოში სტუმრობა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ნაბიჯი ოყო. ის საუბრისას ასევე შეეხო უკრაინის და რუსეთის საკითხს და აღნიშნა, რომ მოცემულობა არის ძალიან მძიმე და ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება. ,, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე ასევე მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, გვქონდა შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და შემგდომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე… მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა საქართველო ასევე არის ქვეყანა, სადაც ჩამოვიდა ჩვენი პრეზიდენტი ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან მკაცრად გამოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი კონსულტაციებით მინდა გაეცნოთ პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და გაწვდით იმ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ… მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები და გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ის უსაფრთხოება და ყველა ის საკითხი რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, ის, ვისთანაც ჩვენ ვმეგობრობთ, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს.
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს აგრესორი უწოდა და განაცხადა, რომ მას დღემდე იმპერიული ზრახვები ამოძრავებს, რაც სრულიად განსხვავებული იმ პოზიციისგან, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტში დააფიქსირა.