ექსკლუზივი: ქოლ ცენტრის მსხვერპლი – კატერინა ბერგერი.

ერთ დღეს  ერთ-ერთი კომპანიიდან დამიკავშირდნენ. მესაუბრებოდა ვინმე მაქსიმ ერმაკოვი. როგორც მან ამიხსნა,  ის კომპანიის  ფინანსური მენეჯერი იყო. შემომთავაზა კომპანიაში ფულის ჩადება, რომლითაც ვიყიდიდი ბინას გერმანიაში ან საქართველოში

როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად 6 პირი დააკავა. რომლებიც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი  ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

ბოლო ათწლეულებია,  კიბერ-თაღლითების მსხვერლი მოქალაქეების ციფრები საგრძნობლად იზრდება. ამის ფონზე მდიდრდება არარეგისტრირებული ქოლ-ცენტრები  რომელთა საქმიანობის ნამდვილობას არავინ ასაჯაროებს. ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მსგავსი  ქოლ-ცენტრები და ორგანიზაციები  საქართველოშიც არაერთია.

 სისტემა და სამუშაო სტრატეგია საერთოა: ქოლ ცენტრის  ოპერატორი რეკავს საზღვარ გარეთ, ეცნობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური, სანდო და წარმატებული კომპანიის თანამშრომელი. თავდაპირველად  ცდილობს მსხვერპლს, რაც შეიძლება მეტი პირადი და ეკონომიური პრობლემები გამოსტყუოს. შემდეგ  გადადის ფსიქოლოგიურ დემონსტრირებაზე. რითიც ოპერატორი კლიენტს აიმედებს და კომპანიასთან თანამშრომლობის შემდეგ გამოსავლის გზებზე, დიდ ფინანსურ სარგებელზე  და სამომავლო კეთილდღეობაზე ესაუბრება. საუბრის შემდეგ მსხვერპლიც  ინტერესდება და მინიმალურ ინვესტიციას დებს. თუმცა  თაღლითები კვლავ აგრძელებენ მსხვერპლზე მუშაობას და გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დამატებითი ინვესტიციის ჩადებაზე ესაუბრებიან.

ბროკერის საუბარი დაზარალებულებთან

მას შემდეგ რაც მოქალაქის მიერ ნდობით აღჭურვილი, კომპანიის თანამშრომელი მისგან მაქსიმალურ თანხას მიიღებს კლიენტისგან უგზო-უკვლოდ ქრება.

კორესპონდენტის დღევანდელი გმირიც, გერმანიის მოქალაქე კატერინა ბერგერი ერთ-ერთი თაღლითური სქემის მსხვერპლია, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში, მის თავზე გადამხდარ ისტორიაზე მოგვიყვება:

გამარჯობათ, მოგვიყევით თქვენი ისტორია…

გამარჯობათ. მე გერმანიის მოქალაქე კატერინა ბერგერი ვარ.

 ერთ დღეს  ერთ-ერთი კომპანიიდან დამიკავშირდნენ. მესაუბრებოდა ვინმე მაქსიმ ერმაკოვი. როგორც მან ამიხსნა,  ის კომპანიის  ფინანსური მენეჯერი იყო. შემომთავაზა კომპანიაში ფულის ჩადება, რომლითაც ვიყიდიდი ბინას გერმანიაში ან საქართველოში,  შემდეგ კი ქონებას დიდი მოგებით გავყიდიდი. წინადადება საინტერესოდ მომეჩვენა და  დავინტერესდი. საწყისი კაპიტალისთვის მან 200 ევრო მომთხოვა და მითხრა რომ მეყოლებოდა პირადი ფინანსური ანალიტიკოსი. ასევე მექნებოდა პროგრამა, რომლითაც თავად გავაკონტროლებდი ჩემს თანხებს, რომელიც სინამდვილეში სრული სიცრუე აღმოჩნდა, რადგან ელექტრონულ პროგრამას თავად მართავდნენ და იქ ნებისმიერ ციფრებს ჩამიწერდნენ თავისი სურვილით…      შეთანხმებიდან რამდენიმე ხანში კვლავ დამიკავშირდნენ, პაკეტები შემომთავაზეს, რომლის  ღირებულება – სტანდარტული პაკეტი 1500 ევროდან იწყებოდა… ასე ზრდიდნენ ნელ-ნელა თანხებს. შემდეგ მავალდებულებდნენ რომ რამე თანხა დამემატებინა, თორემ ჩემი უარის შემთხვევაში ჩავიდენდი ძალიან დიდ შეცდომას და კომპანიას და მის სხვა თანამშრომლებს დავაზარალებდი, ანუ ერთგვარ პასუხისმგებლობას მაკისრებდნენ. ამ მახინაციებით სულ 1200 ევრო გამომტყუეს.

ქოლ ცენტრი
ქოლ ცენტრი

როდის მიხვდით რომ საქმე თაღლითებთან გქონდათ?

რაღაცნაირი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ინტუიცია მკარნახობდა, რომ აქ რაღაც ვერ იყო. იცით როდესაც 200 ევრო გადავიხადე, მანამდე პრობლემა არ მქონია, მაგრამ დღითიდღე მათი მოთხოვნილი თანხები, რომ იზრდებოდა  აქ უკვე დავეჭვდი. თავიდან ეჭვი, ერთგვარი თავდაცვაც იყო.

როდესაც მიხვდით რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, რა მოიმოქმედეთ?

თავიდან სასწრაფოდ ბანკში მივედი, იქ ამიხსნეს, რომ თანხა რამოდენიმე საათის გადახდილი, რომ ყოფილიყო მისი დაბრუნება კიდევ შეიძლებოდა.მაგრამ როდესაც მე ბანკს მივმართე გადარიცხვიდან  1 კვირა იყო გასული, ასე, რომ ბანკი ვერ დამეხმარა.  საქმის იურიდიულად წარმოებას მე ვერ შევძლებდი რადგან აქ, სასამართლოში საქმის დაწყება კიდევ დიდ თანხებთან ასოცირდებოდა. თავად მაქსიმიც გაქრა და ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩამოიხსნა.

 შემდეგ მე თვითონ დავიწყე კომპანიაზე ინფორმაციის მოძიება. როგორც ჩემთვის ცნობილია ეს კომპანია საზღვარგარეთიდან მიკავშირდებოდა თუმცა კომპანიის ზუსტ ადგილსამყოფელს ვერ გავიგებ, რადგან მათ ოფიციალურ საიტზე სხვა მისამართია მითითებული სადაც რეალურად არც არსებობენ. სოციალურ ქსელში ასევე მოვიკვლიე  ბევრი ჩემნაირი ადამიანი, რომლებიც თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ კომპანიისგან. მილიონებზეა საუბარი. დაზარალებულებს გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი თუმცა ამ დრომდე არავინ ვიცით სინამდვილეში ვის ან რატომ გადავურიცხეთ თანხები, არადა თანხებს ჩვეულებრივ იურიდიულ ანგარიშებზე ვრიცხავდით. თავად ქოლ-ცენტრიდანაც გვქონდა ინფორმაცია, რომ კომპანიის  ყველა დოკუმენტი და მათთან თანამშრომლობის ყველა იურიდიული საბუთი მოწესრიგებული იყო.

პრობლემის მოსაგვარებლად, როგორ ფიქრობთ რა გზა არსებობს?

არ ვიცი თანხას როგორ დავიბრუნებ და როგორ მოვახერხებ იმ თაღლითების პოვნას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხალხისთვის ვიქნები მაგალითი, მოვუწოდებ რომ არც ერთ მსგავს დაჯგუფებას არ ენდონ და მათი თანხები უცხო ანგარიშებზე არ გადარიცხონ. გამიხარდება თუ ამ ინფორმაციით სხვა ადამიანებს გადავარჩენთ თაღლითებისგან. ესეც მიღწევა იქნება.