რა გვიჯდება პარლამენტარის გარდაცვალება?

რა გვიჯდება პარლამენტარის გარდაცვალება? ეს შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა რაც ქართველი კანონმდებლების მიერ, მიღებულ კანონებს გადავხედეთ.

მუხლი 15დახმარება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას:

1.თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

2.პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

3.პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

4.პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

5.პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია წლიური საბიუჯეტო კანონით პარლამენტისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს პარლამენტის წევრის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.