“გილოცავთ რადიოს დღეს” – ზაზა სვანაძე

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე, ბელგიიდან რადიომაუწყებლებს რადიოს დღეს ულოცავს და შემდეგი სახის პოსტს უძღვნის:

13 თებერვალს მსოფლიო რადიოს დღეს აღნიშნავს. რადიოწამყვანობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, პერიოდულად რამდენიმე სიხშირეზე გადიოდა ჩემი საავტორო გადაცემები, ზოგან სტუმრის სტატუსითაც მიწევდა საუბარი.

ინტერნეტის ეპოქაში ტრადიციული მედიის ამ მიმართულებამ აქტუალობა დაკარგა, მაგრამ რადიოს კვალი, ინფორმაციის მიწოდების მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და იგი დღესაც აგრძელებს არსებობას, მკაცრი კონკურენციის პირობებში.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, ( ან უფრო ადრე ) შეიძლება ეს პლატფორმაც ( Meta – Facebook ) ძველმოდურად გამოიყურებოდეს, შემდგომი თაობებისთვის.
გილოცავთ რადიოს მესვეურებო თქვენს დღეს ბევრჯერ მოგვესმინოს თქვენი არხების მეშვეობით კარგი ამბები.