Deprecated: Constant FILTER_SANITIZE_STRING is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/conditionals/third-party/elementor-edit-conditional.php on line 22

Deprecated: Constant FILTER_SANITIZE_STRING is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/conditionals/third-party/elementor-edit-conditional.php on line 28
რაგბის კავშირი უკრაინას დაეხმარება
Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/gobp9rjlxdh5/public_html/wp-content/plugins/wordpress-seo/src/generators/schema-generator.php on line 185

რაგბის კავშირი უკრაინას დაეხმარება

რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს რაგბის კავშირი უკრაინაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს.


„უკრაინაში ადგილობრივი მოსახლების მხარდასაჭერად, ქართული რაგბის კლუბებისა და გულშემატკივრების სახელით გროვდება ჰუმანიტარული დახმარება. საჭიროებების სია, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, დიმიტრი ბასიალაიამ მოგვაწოდა, რომელიც ახლა უკრაინაშია და მეგობრებთან ერთად ზრუნავს ადგილობრივ მოსახლეობაზე და უწევს ამ ყველაფერს ორგანიზებას. დახმარების სურვილის შემთხვევაში, სიაში ჩამოთვლილი საჭიროებები, 31 მარტის ჩათვლის შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ ლოკაციებზე: შევარდენის სანაკრებო ბაზა – თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 112; აია არენა – ქუთაისი, კონსტანტინე გამსახურდიას 65; ბათუმის რაგბის არენა – ბათუმი, გოგლა ლეონიძის 2“, – წერია განცხადებაში.