როდის დასრულდება ომი უკრაინაში?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო დროს ასახელებს და განიხილავს 2 ვარიანტს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.


არესტოვიჩის თქმით, უკრაინა არ დათანხმდება ყირიმის დამოუკიდებლობის აღაირებას და არც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე იტყვის უარს. პრობლემის გადაწყვეტისთვის კი ერთი გზა მოლაპარაკებებზე გადის, რის შედეგადაც შესაძლოა ყველაფერი 1-2 კვირაში დასრულდეს.


“შეიძლება დასრულდეს რუსული ჯარების სრულად გაყვანით. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი ამით არ შემოიფარგლება”. – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.


რაც შეიძლება მეორე ვარიანტს, არესტოვიჩის აზრით, რუსეთმა შეიძლება სცადოს რეზერვების მოსყიდვა , რაც ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს აპრილის შუა რიცხვებამდე.


“ამ შემთხვევაში კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება მათ დასამარცხებლად. ამ დროისთვის რუსეთს რეზერვიც აღარ დარჩება. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ომი შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

არესტოვიჩმა შეაფასა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ვერ შეძლებს, იმ მდგომარეობამდე მივიდეს, რაც უკრაინაში შეჭრამდე ჰქონდა.


“სანქციები ორმაგია: ისინი კლავენ რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი უკვე გადადგა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუნდაც დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა სანქცია, რუსეთის ეკონომიკა ვერასდროს დაუბრუნდება იმ დონეს, რაც იყო ომამდე. ამისთვის მათ ათწლეულები დასჭირდებათ. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ აპირებს ამ სანქციების მოხსნას.


მეორეა სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ: ესენი არიან პროპაგანდისტები, მეომრები, სპეცსამსახურები, პუტინის გარემოცვა. პერსონალური სანქციები მათ აქტივებზე.
ამ ყველაფერმა უკვე გადატეხა რუსეთის ეკონომიკის ხერხემალი”. – თქვა არესტოვიჩმა.