რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარაოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზის უფლება ჩამოერთვათ

BBC-ის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები პეკინის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გადაწყვეტილება საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) მიიღო.


შეგახსენებთ, ერთი დღის წინ კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სპორტსმენები ამ ქვეყნებიდან ტურნირში მონაწილეობას ნეიტრალური სტატუსით შეძლებდნენ, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და მოგვიანებით კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.