რუსების თქმით, უკრაინაში 489 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში 489 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 1 597 სამხედრო კი, დაიჭრა.

რუსული მხარის ცნობით, უკრაინელების დანაკარგები დიდია. მათი თქმით, მოკლულია 2 870 უკრაინელი ჯარისკაცი, ხოლო 3 700 დაჭრილია, მძევლად აყვანილია 572 სამხედრო მოსამსახურე.

მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ახალწვეულები არ მონაწილეობენ.