რუსებმა ხერსონში 400 უკრაინელი უკანონოდ დააკავეს

ხერსონის რეგიონში რუსული დაცვის ქვედანაყოფები განლაგდნენ, რომლებმაც 400-ზე მეტი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელები რუსებს გმირულ წინააღმდეგობას უწევენ. პუტინი ადგილზე პოლიციური რეჟიმის დამყარებას ცდილობს.

ხერსონის რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინა რეგიონზე რუსების მიერ კონტროლის სრულად აღებას უარყოფს.