რუსეთმა შეტევითი ოპერაციის ტემპი შეანელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა შეტევითი ოპერაციის ტემპი შეანელა. რუსები ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესვრიან რაკეტებსა და ბომბებს.


უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტრის ძალები ცდილობენ, სახმელეთო დერეფანი შექმნან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს შორის.


პუტინი ფოკუსირებულია ქალაქების კიევის, სუმის, ხარკოვის, მარიუპოლის, ნიკოლევისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევასა და დაპყრობაზე.