რუსეთს ფარმაკომპანიებიც ტოვებენ

BBC-ის ცნობით, რუსეთს ფარმაკომპანიებიც ტოვებენ.
მედიკამენტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Novartis-ი რუსეთში ყველანაირ ინვესტიციას და აქტივობას წყვეტს. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მა კი, შეაჩერა კლინიკური შემოწმებები, მნიშვნელოვანი მედიკამენტების ექსპორტი და ინვესტიციები.

ბოლო დღეების განმავლობაში მსგავსი გადაწყვეტილები მიიღეს ფარმაკომპანიებმა: Pfizer-მა, Sanofi-მ, Bristol Myers Squibb-მა, Bayer-მა და AbbVie-მაც.